რეგისტრაცია: აგვ 2024
მე ვენგო ვარ, პრაქტიკოსი ნუმეროლოგი და ფსიქოლოგი. ადამიანის დაბადების თარიღი და სახელი ბევრ ინფორმაციას იტევს, რომლის წაკითხვასა გაანალიზებაში მე დაგეხმარები.
ნუმეროლოგიური კონსულტაცია მოიცავს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს: პიროვნება, პირადი ურთიერთობები, ენერგეტიკული რესურსები, პრობლემური მხარეები, ჯანმრთელობა, კარმული ტენდენციები, პროფესია და რეალიზების სფერო, ფინანსები, მისია, პროგნოზირება, მნიშვნელოვანი თარიღების შერჩევა და სხვა.
ადამიანისადმი ინტერესი და თანაგრძნობა პატარა ასაკიდან მქონდა, ყოველთვის განვიცდიდი ადამინის შინაგან მდგომარეობას და იმ სცენარებს რასი გავლაც მას უწევდა. უამრავი ინსტრუმენტი აღმოვაჩინე, რათა პასუხი გამეცა ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. ნუმეროლოგიის 5 წლიანმა პრაქტიკამ შეცვალა ჩემი და ჩემი კლიენტების ცხოვრება უკეთესობისკენ.